• Geo
  • Eng
16.01.2014
მზადება დიღმის ბაზაზე

დინამო თბილისი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას სრული შემადგენლობით შეუდგა. დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ შეგირდები ორჯერ ავარჯიშა. გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ჩვენი გუნდის უცხოელმა ფეხბურთელებმაც მიიღეს. დინამო თბილისი მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს თბილისში გაივლის, ჩვენი გუნდი 25 იანვარს დიღმის ბაზაზე პირველ სპარინგ მატჩს ვიტ ჯორჯიასთან გამართავს. 27 იანვარს კი გუნდი თურქეთში გაემგზავრება. დინამო TV დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო რეპორტაჟს  გთავაზობთ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024