• Geo
  • Eng
16.01.2014
სამი დინამოელი 17-წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. Development Cup მიმდინარე წელს მეათედ გაიმართება, საქართველოს ნაკრები კი გათამაშების მუდმივი მონაწილეა. ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირანისა და ყაზახეთის 17-წლამდელთა წინააღმდეგ ითამაშებს. მოზარდ ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ აკობიამ აღნიშნული ტურნირისთვის 18 ფეხბურთელს უხმო. ნაკრებში მიწვეულთა შორის დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელია. გოგი კულუა, ვახტანგ კაპანაძე და ვასილ კაციტაძე ნაკრებთან ერთად ბელორუსში გაემგზავრებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024