• Geo
  • Eng
14.01.2014
ტურნირი დინამოს აკადემიაში

13-14 იანვარს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის ტერიტორიაზე, გოგა სიჭინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრში 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ტურნირის ორგანიზატორი- აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაა. დინამომ ტურნირის ორგანიზატორებს ფინალური შეხვედრების ჩასატარებლად აკადემიის მოედნები დაუთმო.

ტურნირის მესამეადგილოსანი ბასა-2 გახდა, რომელმაც კრწანისს მინიმალური ანგარიშით 1-0 აჯობა. ხოლო ჩემპიონის ტიტული გორის გუნდმა დაისაკუთრა, რომელმაც ბასა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

დინამოს სპორტულმა მენეჯერმა- მიხეილ ჯიშკარიანმა ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი სამახსოვრო პრიზით დააჯილდოვა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024