დღეს დავიტ პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა.
მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი დინამოელებმა შექმნეს. მე-6 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან კარს უსმანე კამარამ ააცილა. სამაგიეროდ თავისი შანსი გიორგი ხარაიშვილმა გამოიყენა და მე-11 წუთზე ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა 1-0. ცოტახანში სტუმართა კარის საჯარიმოში მასპინძელთა სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა დაინიშნა, რადგან ევჰენი კუჩერენკომ უკან დაბრუნებული ბურთზე ხელით ითამაშა. ანზორ მექვაბიშვილმა უძლიერესი დარტყმით დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის 24-ე წუთზე ბარნს ოსეი მოედნის ცენტრში კარგად გაისარჯა და ზუსტი გადაცემით უსმანე კამარა მეკარეს პირისპირ შეატოვა. გვინეელმა შემტევმა ჩახვეული დარტყმით ანგარიში 3-0 გახადა. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმი დინამოელთა შეტევით განახლდა, გიორგი მაისურაძის დარტყმული ბურთი ზევიდან გადაევლო დილას კარს. 63-ე წუთზე ონორე გომისს ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი თუმცა, მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ათიოდე წუთში დილამ მაინც გაიტანა გოლი, ზუსტი და ძლიერი დარტყმით სხვაობა ნიკა გაგნიძემ შეამცირა 3-1. მატჩის 87-ე წუთზე ჯადული იობაშვილის თავური და ბურთი მცირედით ცდება სტუმართა კარს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 3-1 მოიგო.
მომდევნო შეხვდრას დედაქალაქელები 7 ოქტომბერს სამტრედიაში ადგილობრივ გუნდთან გამართავენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი