• Geo
  • Eng
09.06.2023
მიჯრით 5 გამარჯვება

დღეს მარტვილში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა მერანმა დინამო-2 მიიღო.

 

დინამოელებმა სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი მატჩი აქტიურად დაიწყეს და დებიუტში ორი გოლის გატანაც მოახერხეს. ანგარიში მე-8 წუთზე რაულ ბარათელიამ გახსნა, ხოლო ოთხიოდე წუთში მისი გადაცემით ჯადული იობაშვილმა ისარგებლა და დედაქალაქელები ორი ბურთით დააწინაურა. ანდრო ჯოლოხავამ მეორე ტაიმის სტარტზე ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, მეტი გოლი კი შეხვედრაში აღარ გასულა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა, მცირე ჩავარდნა აღმოიფხვრა და გუნდმა მიჯრით მეხუთე გამარჯვებაც მოიპოვა. დინამო-2 საზაფხულო შესვენებაზე 18 მატჩიდან დაგროვილი 31 ქულით და სატურნირო ცხრილში დაკავებული მეოთხე პოზიციით გავიდა (მეორე ადგილოსანთან ჩამორჩენა 2 ქულას შეადგენს, ხვალინდელი სათამაშო დღის შემდეგ კი შესაძლოა 3 ქულა გახდეს). ლურჯ-თეთრები მომდევნო შეხვედრას 3 აგვისტოს სპაერთან ჩაატარებენ.

 

მერანი მარტვილი 1-2 დინამო-2

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024