• Geo
  • Eng
23.09.2015
26 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს, 26 სექტემბერს დინამოელები გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდებიან. საქართველოს პირველობის მეექვსე ტურის მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.

26 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 3 მოგება, 4 ფრე და ერთი მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 8/6 თბილისელთა სასარგებლოდ.

1961 წელს მოსკოვში ადგილობრივმა სპარტაკმა აჯობა დინამოს 3:2. გოლები ზაურ კალოევმა და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. 1966 წელს ილია დათუნაშვილის გოლით დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვს 1:0 მოუგო. 1981 წელს ფრე 1:1 ოდესის ჩერნომორეცთან. გოლი საკუთარ კარში ვლადიმირ პლოსკინამ გაიტანა. 1989 წელს ვოლგოგრადის როტორს ვეთამაშეთ და ისევ ფრე 1:1. ამჯერად თავი სოსო ჭედიამ გამოიჩინა.

1995 წელს დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა და როინ კერძევაძის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. 1999 წელს თბილისელებმა 2:1 აჯობეს წყალტუბოს სამგურალს. მიხეილ აშვეთიამ და რატი ალექსიძემ გამოიჩინეს თავი. 2012 წელს საჩხერეს ჩიხურასთან დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ასევე გატანილი გოლების გარეშე, ყაიმით დასრულდა 2014 წელს გორში, ადილობრივ დილასთან ჩატარებული მატჩი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024