დინამო თბილისის რიგებს ამიერიდან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მცველი, 18 წლის- გიორგი თევზაძე დაიცავს. გიორგი 2013 წლიდან სკ საბურთალოს წევრი იყო, ხოლო ბოლო სეზონის მეორე ნახევარი ჩვენმა ახალწვეულმა იჯარის წესით სამტრედიაში გაატარა. გიორგი რეგულარულად ასპარეზობს ასაკობრივ ნაკრებებში. 17 წლამდელ ჯვაროსანთა შემადგენლობაში 5 მატჩი გამართა და 1 გოლიც გაიტანა. 19 წლამდელთა ნაკრებში კი 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 შედეგიანი დარტყმა (ორივე ელიტრაუნდში) მეტოქეტა კარში.