სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა დინამოს უმასპინძლა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით, თუმცა მწირი საგოლე მომენტებით წარიმართა და 1-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წელს ამ გუნდების ოთხივე პაექრობა საყაიმო ანგარიშით მორჩა. თავად შეხვედრაში სხვაობა ვახო სალიამ 22-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე დანიელ ოვუსუმ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ბოლოსკენ გუნდებმა რეალური მომენტები გაუშვეს ხელიდან და ანგარიში აღარ შეცვლილა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი