დღეს დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სპარინგ მატჩი გამართეს ვიტ ჯორჯიასთან. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ნახევარი შეიძლება ითქვას თანაბარი გამოვიდა. მეტოქემ შეტევის მარჯვენა ფრთაზე მცველის არაზუსტი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში დინამოელებმა მოიპოვეს ინიციატივა და ალექსანდრე იაშვილმა ტექნიკური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. დინამოელებს კიდევ შეეძლოთ რამდენიმე მომენტში გოლის გატანა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
დინამო 1:1 ვიტ ჯორჯია
დინამო: ბეგაშვილი (კულუა), ტვილდიანი, გველესიანი, რენე, გურული, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, თევზაძე (ჭელიძე), არაბული, ვოლკოვი (იაშვილი)