• Geo
  • Eng
05.06.2015
ეროვნულ ნაკრებს პაპუნაშვილიც შეუერთდა

სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის ნახევარმცველი- გიორგი პაპუნაშვილი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდა. კახა ცხადაძეს შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ლაშა თოთაძეც ჰყავს გამოძახებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ივნისს ავსტრისს ქალაქ ლინცში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 13 ივნისს კი ჯვაროსნები ევროპის 2016 წლის შესარჩევ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებს ვარშავაში შეხვდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024