• Geo
  • Eng
09.11.2015
პირველი ჩემპიონობა 25 წლის წინ

9 ნოემბერს, ზუსტად 25 წლის წინ იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო, საქართველოს პირველი დამოუიკიდებელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ჩემპიონის ტიტული ჩვენთვის დიდად საამაყო და სასიხარულოა.

ჩემპიონობის მოპოვება ადვილი არ ყოფილა, თუ გახსოვთ ერთი პერიოდი ჩვენ მეხუთე ადგილზეც კი ვიმყოფებოდით. ამას თავისი ახსნაც აქვს, ყველა გუნდი ჩვენს წინააღდმეგ განსაკუთრებული მონდომებით და ჟინით თამაშობდა, რაც გასაგებია.

მადლობელი ვართ ყველასი ვინც მხარში გვედგა, გვამხნევებდა, გვეხმარებოდა. მადლობა სპონსორებს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინდა მარტო სპონსორების იმედით ვიყოთ, გუნდს საკუთარში შემოსავალიც უნდა ჰქონდეს. თქვენც კარგად შენიშნავდით, რომ აგერ უკვე რამოდენიმე თვეა სტადიონი სანახევროდაც ვერ ივსება. მაყურებლის ნაკლებობას კი, ფეხბურთელთა სათამაშო კლასის დაქვეითებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ."

- მთავარი მწვრთნელის (დავით ყიფიანის) ასისტენტი რევაზ ძოძუაშვილი. 1990 წლის 9 ნოემბერი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024