• Geo
  • Eng
11.06.2015
დინამო სლოვენიაშია

დინამო თბილისი მოსამზადებელ შეკრებაზე სლოვენიურ პტუიში გაემგზავრა. თბილისელები სასტუმრო Grand Hotel Primus- ში დაბინავდნენ. საქართველოს ჩემპიონი სლოვენიაში არასრული შემადგენლობით გაემგზავრა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა თოთაძე და მათე ცინცაძე ჩვენს კლუბს 14 ივნისს შეუერთდებიან. დინამო პირველ სპარინგ მატჩს 15 ივნისს, მაკედონური შკენდიას წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024