• Geo
  • Eng
09.06.2015
დინამო შეკრებაზე სლოვენიაში გაემგზავრება

დღეს დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გია გეგუჩაძემ მორიგი წვრთნა გამართა. დინამოელებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ნაკრებში გამოძახებული გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა თოთაძე და მათე ცინცაძე კი კლუბს 14 ივნისს შეუერთდებიან. თბილისელები ხვალ სლოვენიაში მიემგზავრებიან შეკრებაზე. დინამო ქალაქ პტუიში სასტუმრო Grand Hotel Primus- ში დაბინავდება.
გუნდს დაემშვიდობა ლაშა შერგელაშვილი. დინამო თბილისი მადლობას უხდის ლაშას გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს. მეკარე- ნიკა დაუშვილი კი ტრანსფერზეა დაყენებული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024