დღეს დინამოელები- ნიკა ჭანტურია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ბეგაშვილი და ზაზა ჭელიძე თბილისის 122- ე საშუალო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა მოსწავლეებთან ერთად ტრადიციულ მინი ტურნირში დინამოს თასი გაათამაშეს. მოსწავლეებს საჩუქრად დინამოს ატრიბუტიკა, ხელმოწერილი მოთამაშის ბარათები და საკლუბო გამოცემები გადაეცათ.