• Geo
  • Eng
07.08.2015
სპარინგი სარეზერვო გუნდთან

დინამოს საწვრთნელ ბაზაზე თბილისელებმა პირველობის დაწყებამდე ბოლო ტესტ მატჩი გამართეს. გია გეგუჩაძის გუნდი დინამოს დუბლებს ესპარინგა. პირველმა გუნდმა სარეზერვო შემადგენლობას ერთის წილ შვიდი გოლი გაუტანა. ანგარიში დავით ვოლკოვმა გახსნა, გიორგი ქვილითაიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა ჯიღაურმა ორი გოლი გაიტანა, ერთი ბურთიც ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. დუბლებიდან თავი ენვერ ლილუაშვილმა გამოიჩინა. თბილისელები დაისვენებენ და ორივე გუნდი მომავალი ჩემპიონატისთვის განაგრძობს მზადებას. საქართველოს 27- ე პირველობა დინამოელთათვის 14 აგვისტოს აიღებს სტარტს. ჩვენი გუნდის მეტოქე პირველ ტურში, უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებული თერჯოლის საპოვნელა იქნება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. დუბლები საპოვნელას სარეზერვო გუნდს 15 აგვისტოს დინამოს აკადემიის მოედანზე მიიღებენ.

დინამო: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გველესიანი, ჭელიძე, გურული, ნ. ბაშალეიშვილი, ჯანელიძე, ჩაკვეტაძე, არაბული, მიქელთაძე, ვოლკოვი

შევიდნენ: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, კობოური, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, იაშვილი, ქვილითაია

დინამო დუბლელბი: კულუა, გიორგაძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, ვეკუა, მ. ბაშალეიშვილი, კვერნაძე, კობახიძე, ლილუაშვილი

შევიდნენ: კაპანაძე, გუგეშაშვილი, ხატიაშვილი, ქაფიანიძე, ყურშავიშვილი, ნინუა, ჩიჩუა, ნემსაძე, ყურაშვილი, გაბრიჩიძე, კუცია, ბუღრიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024