• Geo
  • Eng
26.11.2015
დინამოს ახალი დირექტორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისში საკადრო ცვლილებების შედეგად - მიხეილ ხუციშვილი კლუბის  დირექტორის პოსტს დაიკავებს.

დინამომდე იგი პრეზიდენტის მრჩევლად სერბულ ვოივოდინაში მუშაობდა, შემდეგ იკავებდა გენერალური დირექტორის პოსტს გორის დილაში და ბოლო 4 სეზონი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწეობდა.

მიხეილ ხუციშვილი დინამოს რიგებში 1997-98, 1999-00 და 2006-08 წლებში თამაშობდა, ხოლო 2007-08 წლებში გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი.

დინამოს ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა კი სფფ- ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული და საქმიანობას ფეხბურთის ფედერაციაში განაგრძობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024