გიორგი ანჩაბაძე 1974 წელს თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ნორჩ დინამოელში დაიწყო. ანჩა მშობლიური ქალაქის გუნდის ღირსებას 1992-97, 1999-00 და 2001-04 წლებში იცავდა. თბილისელთა შემტევ ნახევარმცველს ჯამში დინამოს მაისურით ჩატარებული აქვს 178 მატჩი და გატანილი აქვს 36 გოლი. დინამო TV ჩვენი გუნდის ვეტერან შემტევთან ინტერვიუს გთავაზობთ.