• Geo
  • Eng
22.06.2015
წილისყრის შემდეგ კომენტარი გია გეგუჩაძემ გააკეთა

დღეს ნიონში უეფას ევროპა ლიგის პირველი ეტაპის წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ დინამო თბილისის მეტოქე აზერბაიჯანული გაბალა იქნება. პირველ შეხვედრას 2 ივლისს თბილისში დინამო არენა უმასპინძლებს. დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა- გია გეგუჩაძემ მეტოქის შესახებ პირველი კომენტარი ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა.

გია გეგუჩაძე: ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ ჩვენი მოწინააღმდეგის შესახებ. ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე დინამოს მეტოქე აზერბაიჯანული გაბალა იქნება. ვიცით, რომ დასრულებულ ჩემპიონატში ეს გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა და აქედან გამომდინარე მათი მესამეადგილოსანი გუნდი ნამდვილად არ იქნება იოლი მოწინააღმდეგე. ვიცით, რომ ოპონენტს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. დავიწყებთ დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო უფრო კონკრეტული და ნათელი სურათი მეტოქის სიძლიერის შესახებ ამის შემდეგ გვექნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024