• Geo
  • Eng
21.06.2015
შეკრების მე- 12 დღე

შეკრების მე- 12 დღე დინამოელებმა დილის ვარჯიშით დაიწყეს. ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ წვრთნას და კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. შუადღისას ფეხბურთელებს თეორიული სწავლება ჩაუტარდათ, საღამოს კი კიდევ ერთი ვარჯიში ელოდებათ. 23 ივნისს გია გეგუჩაძის გუნდი სპარინგ შეხვედრაში რუმინულ პეტროლულს დაუპირისპირდება. მატჩი სლოვენიის ქალაქ დრავოგრადში გაიმართება. ხვალ კი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოს მეტოქის ვინაობას შევიტყობთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024