• Geo
  • Eng
21.01.2014
მორიგი გამარჯვება მინსკის ტურნირზე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნოდარ აკობიას გაწვრთნილმა გუნდმა ირანის 15-წლამდელთა ნაკრებს მშრალი ანგარიშით - 8:0 სძლიეს. მოზარდმა ჯვაროსნებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაკავეს და ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. 23 იანვარს, ქართველი ფეხბურთელები 1/4 ფინალში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ნაკრებში გამოძახებულ დინამოელთაგან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ვასილ კაციტაძემ, ხოლო გოგი კულუა და ვახტანგ კაპანაძე შეცვლაზე შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024