მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდი ყაზახეთს დაუპირისპირდა. ნოდარ აკობიას შეგირდებმა თანატოლთა გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით - 6:0 დაამარცხეს. დღევანდელ შეხვედრაში ნაკრებში გამოძახებულ დინამოელთაგან სასტარტო შემადგენლობაში ვახტანგ კაპანაძემ და ვასილ კაციტაძემ ითამაშეს, მეკარე გოგი კულუა კი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. ხვალ საქართველოს ნაკრები ირანის 17-წლამდელთა გუნდს შეხვდება და ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვევა.