მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ჟურნალისტების კითხვებს დინამო თბილისის და დილა გორის მთავარმა მწვრთნელებმა უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ ხვალ აღნიშნულ სტადიონზე 20.00 საქართველოს სუპერთასის მატჩი დაიწყება, რომელსაც დინამო და დილა გაითამაშებენ.
გია გეგუჩაძე: ახალი დაწყებულია ჩემპიონატი. დარწმუნებული ვარ გუნდების უმრავლესობა ჯერ არ არის სასურველ ფორმაში. ხვალინდელ დაპირისპირებაში უშეღავათო ბრძოლა და რთული მატჩი გველის. ჩვენ მზად ვართ მეტოქეს დაუპირისპიროთ ის თამაში, რომელიც ჩემი აზრით შედეგს მოგვიტანს. ვიმედოვნებ ასევე, რომ თამაში საინტერესო და სანახაობრივი იქნება და მაყურებელიც ისიამოვნებს.
უჩა სოსიაშვილი: დინამოსთან თამაში ყოველთვის საინტერესოა და რა თქმა უნდა მოლოდინი დიდია. ამ სეზონისთვის ორივე გუნდი მაქსიმალურად კარგად მოემზადა და ვფიქრობ ჩემპიონობისთვისაც პირველ რიგში ეს ორი გუნდი იბრძოლებს. ხვალინდელ მატჩამდე იმ დეტალს მინდა გაუსვა ხაზი, რომ დილამ რამდენიმე დღის წინ რთული მატჩი გამართა, დინამომ კი იოლად და ნაკლები ენერგიის დანახარჯით იმარჯვა. თუმცა დილა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩემპიონატის სტარტზე ტიტული მოიპოვოს.