დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მე- 14 სუპერთასი გათამაშდა, ერთმანეთს დინამო თბილისი და დილა გორი დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მთელი შეხვედრის მანძილზე რამდენიმე რეალური სახიფათი მომენტი შეიქმნა, თამაში კი ძირითადად პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში და მეორე ტაიმიდან დინამოს ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ლაშა პარუნაშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმ გაცვალეს სახიფათო დარტყმები. მეორე ტაიმში კი იგივე ოთარ მარცვალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა გაიმეორეს. 77- ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეხვედრის ერთადერთი და დინამოსთვის სუპერთასის მომტანი გოლი გაიტანა. ჯაბა ჯიღაურის პასის შემდეგ იგი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, ცრუ მოძრაობის შემდეგ კი ზუსტი დარტყმით მეკარის თავზე გადაატარა ბურთი და დილას კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში ერთი მეტად სახიფათო შეტევა განახორციელეს გორელებმა, გიორგი ბეგაშვილმა იყოჩაღა და ორჯერ ზედიზედ გადაარჩინა თბილისელთა კარი. საბოლოოდ თბილისელებმა თავის ერთგულ გულშემატკივართან ერთად მე- 7 სუპერთასი იზეიმეს.
დილა 0:1 დინამო
გოლი: 0:1 ჭანტურიშვილი 77’
გაფრთხილება: გვალია 30’ რენე 38’ ნავალოვსკი 38’ ჭანტურიშვილი 44’ ძარია 48’ პარუნაშვილი 49’ ქარქუზაშვილი 80’ ფალავანდიშვილი 83’ ჯიღაური 90+3’
დილა: შევჩენკო, ნავალოვსკი, ქარქუზაშვილი, კვახაძე, ხურცილავა, პაპავა, ფალავანდიშვილი, ძარია (ახალკაცი 81), გვალია (კვირკვია 56), მარცვალაძე, მაშუკოვი (მოდებაძე 73)
დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თევზაძე (გურული 89), ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (არაბული 90), ქვილითაია (კიტეიშვილი 79)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია