• Geo
  • Eng
30.06.2015
დინამო სტუმრად წეროვანში

დღეს დინამო თბილისის კაპიტანი- ნიკა ჭანტურია და გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლები წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ. სტუმრებს წეროვანის მე- 3 საჯარო სკოლის სპორტული წრის აღსაზრდელები და პედაგოგები შეეგებნენ. დინამოელებმა მოსწავლეებს სპორტული ეკიპირება და კლუბის სხვა ბრენდირებული პროდუქცია უსახსოვრეს. დინამოს კაპიტანმა მოსწავლეებს მოახლოებული ევროთასის შეხვედრის მოსაწვევები გადასცა და მატჩზე დაპატიჟა. მათ მგზავრობას, კვებას და მატჩზე დასწრებას დინამო თბილისი უზრუნველჰყოფს. დინამოელები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ციცი იაშვილს (საქველმოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისთვის) წეროვანში დახმარებისა და კოორდინირებისთვის.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024