• Geo
  • Eng
29.06.2015
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხუთშაბათს, 2 ივლისს 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩი დინამო თბილისსა და აზერბაიჯანულ გაბალას შორის. მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემა მოხდება ოთხშაბათს - 1 ივლისს 18:00 საათიდან  18 საათსა და 30 წუთამდე, დინამო არენას მედია დარბაზში.

18 საათსა და 40 წუთზე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის- გია გეგუჩაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. 19:00 საათზე დაიწყება დინამოელთა ვარჯიში, რომელზეც პრესას პირველი 15 წუთი ექნება გამოყოფილი. სტუმარი გუნდის პრესკონფერენცია გაიმართება 19 საათსა და 30 წუთზე, ხოლო ვარჯიში დაიწყება 20:00 საათზე. გაბალას ვარჯიშზეც პრესისთვის ღია პირველი 15 წუთი იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024