• Geo
  • Eng
28.06.2015
დინამოს ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს

თბილისელები განაგრძობენ მზადებას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩისთვის. გია გეგუჩაძემ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა. გუნდს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს. 34 წლის სერბი- ივან ვუჩეტიჩი ამიერიდან დინამოელთა სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ვუჩეტიჩი რამდენიმე სეზონი ზესტაფონში მუშაობდა გია გეგუჩაძესთან ერთად. მანამდე სერბმა სამწვრთნელო გამოცდილება ჩუკარიჩკიში, რადში, დონეცკის მეტალურგში და პარტიზანში აიმაღლა. დინამო მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის ხორვატ- იასმინ მუიჯას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024