საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გუნდი 3 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას ხორვატიის 21 წლამდელთა ნაკრებთან გამართავს. ალექსანდრე ჩივაძემ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელს უხმო. ახალგაზრდა ჯვაროსანთა ღირსებას ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი თევზაძე და მათე ცინცაძე დაიცავენ. ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე ასევე ეროვნულ ნაკრებში არიან მიწვეულნი.