• Geo
  • Eng
30.06.2015
2 ივლისი დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 2 ივლისს დინამო თბილისი თავის 87- ე შეხვედრას გამართავს ევროპა ლიგის (უეფას თასი ძვ) გათამაშებაში. მტკვრისპირელთა მეტოქე აზერბაიჯანული გაბალა იქნება. მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

2 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სამივე სსრკ- ს ჩემპიონატში. 1951 წელს თბილისელებმა მოსკოვის ვმს- ი მიიღეს და ანდრო ზაზროევის გოლით 1:0 აჯობეს მეტოქეს. 1970 წელს დინამო ბაქოში დამარცხდა ადგილობრივ ნეფთჩისთან 0:1. 1989 წელს კი თბილისელებმა ლენინგრადის ზენიტს უმასპინძლეს. კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულა ნევისპირელთა კარში, რითაც ჩვენმა გუნდმა 2:1 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024