• Geo
  • Eng
27.06.2024
სიხარული, რომელიც ერს აერთიანებს
- საქართველოს და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ესაა ემოციები და სიხარული, რომელიც ერს აერთიანებს. საუკეთესო ნაკრები გვყავს, ნაკრები, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს და მე ორმაგად მეამაყება, რომ ამ უნიჭიერესი და მებრძოლი ბიჭების უმეტესობა დინამოს აკადემიელები არიან. 11 წლის წინ ხაზგასმით ვთქვი, რომ ჩვენი აკადემია სრულიად საქართველოს საქმეს გააკეთებდა. ბედნიერი ვარ და ყველას გილოცავთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდება. საქართველოს გაუმარჯოს! 🇬🇪
დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024