• Geo
  • Eng
29.08.2015
დინამო საბურთალო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული თბილისური დერბის შემდეგ, რომელშიც დინამოელებმა საბურთალოს 4:0 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და გიორგი ჭიაბრიშვილი წარდგნენ.

გიორგი ჭიაბრიშვილი: მეტოქე ერთი თავით მაღლა იდგა. ძალიან ძნელია ამის მერე თამაშის შეფასების გაკეთება. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო ეს ცხადია და კარგია, რომ დავინახეთ რამხელა სხვაობაა უმაღლეს ლიგაში. იმედია მომავალში ასპარეზობის ხარისხს გამოვასწორებთ და უმაღლესი ლიგის ღირსები ვიქნებით.

გია გეგუჩაძე: სათქმელი ბევრი არაფერია. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. საბურთალო საკმაოდ მებრძოლი და ტექნიკური გუნდია. ჩემს გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ ემოცია ნაკლები ჩანდა მოედანზე და ამის გარეშე რთულია. სანაკრებო პაუზა გველის და მეტად მომზადების საშუალება გვექნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024