• Geo
  • Eng
09.12.2015
შუქურა - დინამო | ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან

შაბათს 12 დეკემბერს, ქობულეთში ჩელე არენა საქართველოს პირველობის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. ადგილობრივი შუქურა დინამო თბილისს მიიღებს. მატჩი 14.00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტრანსლაციას და ტექსტურ რეპორტაჟს გულშემატკივარი დინამოს საიტზე იხილავს.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა.

წინა სეზონში თბილისური და ზღვისპირა გუნდი ერთმანეთს საქართველოს თასზეც შეხვდნენ. 18 ნოემბერს მერვედფინალის პირველი შეხვედრა ქობულეთში ფრედ 1:1 მორჩა. გოლი გიორგი ჩირგაძის ანგარიშზეა. საპასუხო მატჩში 26 ნოემბერს დინამომ 3:1 დაამარცხა სტუმრები. გიორგი ჩირგაძემ ამჯერადაც გაიტანა შუქურას კარში გოლი. თავის გამოჩენა ასევე ლაშა პარუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ შესძლეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024