სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი- გიორგი ქვილითაია (4), ჯაბა ჯიღაური (4), ოთარ კაკაბაძე (4), რენე ფერეირა და გიორგი გურული (2) შეიყვანა. სიონთან შეხვედრაში გიორგი გურული დუბლის ავტორი გახდა, ხოლო თითო გოლი რენე ფერეირამ, გიორგი ქვილითაიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.
მეთოთხმეტე ტურის სიმბოლური გუნდის მწვრთნელად, გამოცემამ თბილისელთა თავკაცი- გია გეგუჩაძე (4) დაასახელა.