დღეს ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. 38 წლის ვეტერანი ფეხბურთელი პრეზიდენტობის კანდიდატად თავის ყოფილმა კლუბმა - დინამო თბილისმა წარადგინა. რეგისტრაციის შემდეგ ეროვნული გუნდის ყოფილ კაპიტანთან ერთად, კომენტარი ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამაც გააკეთა და კობიაშვილის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
რომან ფიფია: მომავალს მხოლოდ იმედით უნდა შევხედოთ. ჩვენ გვაქვს კობიაშვილის იმედი, გვინდა ძირეული ცვლილებები ქართულ ფეხბურთში და ამიტომ მოხარული ვართ, რომ დღეს ლევანი კანდიდატად დარეგისტრირდა.
ლევან კობიაშვილი: ოფიციალურად ვარ კანდიდატი, რაც ძალიან მახარებს. ჩემი წარდგენა მოხდა დინამო თბილისიდან და მე მინდა მათ პირველ რიგში მადლობა გადავუხადო - ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.