• Geo
  • Eng
08.07.2015
დინამო საპასუხო მატჩისთვის ემზადება

გაბალას სტადიონზე გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები სავარჯიშოდ მოედანზე გაიყვანა. მოთელვა, კვადრატი, კარში დარტყმები... ფეხბურთელები (ოთარ კაკაბაძე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ხოლო გიორგი გველესიანი წითელი ბარათის მიზეზით გამოტოვებს შეხვედრას) ჯანმრთელად არიან და მატჩის წინ ყველა მწყობრშია. დინამო TV ჩვენი გუნდის ვეტერან შემტევს- ალექსანდრე იაშვილს გაესაუბრა და მის მცირე ინტერვიუს შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი, გაბალას ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024