• Geo
  • Eng
07.07.2015
დინამო გაბალასთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება

ხუთშაბათს 9 ივლისს გაბალას ცენტრალურ სტადიონზე უეფას ევროპა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. ადგილობრივი გაბალა დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში დინამო არენაზე მასპინძლებმა ჯიღაურის და პაპუნაშვილის გოლებით 2:1 აჯობეს მეტოქეს. თბილისელები განაგრძობენ მზადებას მომავალი შეხვედრისთვის. გია გეგუჩაძემ მორიგი წვრთნა გამართა დიღმის ბაზაზე. დინამოელები ხვალაც ივარჯიშებენ და გეზს გაბალასკენ აიღებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024