• Geo
  • Eng
10.12.2015
12 დეკემბერი დინამოს ისტორიაში

12 დეკემბერს ქობულეთში ჩელე არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩი გაიმართება. ადგილობრივი შუქურა პირველი წრის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისს მიიღებს, მატჩი კი 14.00 საათზე დაიწყება.

12 დეკემბერს დინამოს თავის ისტორიაში ოთხი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 3 ეროვნულ ასპარეზზე და ერთიც უეფას თასზე. სამი მოგება და ერთი მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 7/5 თბილისელთა სასარგებლოდ.

2002 წელს დინამოელებმა გორში ადგილობრივ დილას სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. რატი ალექსიძემ, ალეკო ამისულაშვილმა და ვიტალი დარასელიამ მოახერხეს გორელთა კარის აღება. 2009 წელს ლურჯ თეთრებმა სამტრედია მიიღეს და 2:0 აჯობეს მეტოქეს. გოლები გურამ კაშიამ და გიორგი მამუჩაშვილმა გაიტანეს. მომდევნო წელს მტკვრისპირელთა და რიონისპირელთა დაპირისპირება შედგა, რომელშიც დავით მუჯირის გოლით თბილისელებმა 1:0 იმარჯვეს.

1973 წელს უეფას თასის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრას ლონდონმა უმასპინძლა. ტოტენჰემ ჰოთსფურისა და დინამო თბილისის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი დეზების კარში ზორბეგ ებრალიძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024