საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ კოპრივნიცაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გამართა. ალექსანდრე ჩივაძის კრებული მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა მასპინძელთა 21 წლამდელთა ნაკრებთან. ახალგაზრდა ჯვაროსანთა შემადგენლობაში ორმა დინამოელმა ფეხბურთელმა იასპარეზა. მათე ცინცაძემ, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ, 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ოთარ კიტეიშვილმა კი პირველი ტაიმი ითამაშა სრულად.