საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიასთან და 7 სექტემბერს დუბლინში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2016- ის შესარჩევ მატჩებს გამართავს. დინამო თბილისიდან კახა ცხადაძემ კიდევ ერთ ფეხბურთელს უხმო. ადრე გამოძახებულ ოთარ კაკაბაძესთან ერთად, ჯვაროსანთა რიგებს გიორგი გველესიანიც დაემატა. ახალგაზრდული ნაკრების მატჩის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს მათე ცინცაძეც შეუერთდება.