• Geo
  • Eng
07.09.2015
სპარინგი სამტრედიასთან

სანაკრებო პაუზის პერიოდში დინამოელებმა მეორე სპარინგ მატჩი გამართეს. გია გეგუჩაძის გუნდი სამტრედიას დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. დინამოელებს ნაკრებში გამოძახებული ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე აკლდათ. გოლები სამტრედიელებს ბაჩანა არაბულმა, დავით ვოლკოვმა და გიორგი ქვილითაიამ გაუტანეს. შეგახსენებთ, რომ უახლოეს- მეოთხე ტურის შეხვედრას თბილისელები 11 სექტემბერს მარტვილში ადგილობრივ მერანთან გამართავენ.

დინამო 3:4 სამტრედია

დინამო: ბეგაშვილი, ტვილდიანი, ჭელიძე, რეხვიაშვილი, გურული, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, არაბული, ვოლკოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჰრდლიჩკა, თევზაძე, იაშვილი, ქვილითაია, რენე, ჯიღაური, კიტეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024