• Geo
  • Eng
08.09.2015
მათე ცინცაძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა

დუბლინში ევრო-2016 შესარჩევი მატჩი გაიმართა, რომელშიც ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა სტუმრები. მატჩის 76- ე წუთზე მოედანზე ჯვაროსნების შემადგენლობაში გურამ კაშიას ნაცვლად მათე ცინცაძე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დინამოელისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უკაპიტნა, ეს იყო სადებიუტო მატჩი ეროვნული ნაკრების ფორმით. კახა ცხადაძეს კრებულში დინამოდან ასევე გამოძახებული ჰყავდა ოთარ კაკაბაძეც, რომელიც სათადარიგო სკამზე გახლდათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024