კომპანია ლიდერბეთის და სპორტული გამოცემა ლელოს ერთობლივი პროექტის ვერსიით, საქართველოს უმაღლესი ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი - გია გეგუჩაძე დასახელდა, ხოლო გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი გუნდის კაპიტანი - ალექსანდრე იაშვილი აღიარეს.