სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ორი ფეხბურთელი- ჯაბა ჯიღაური (5) და გიორგი გურული (3) შეიყვანა. შუქურასთან შეხვედრაში ორივე ფეხბურთელმა მოახერხა მეტოქის კარის აღება.
მეთხუთმეტე ტურის სიმბოლური გუნდის მწვრთნელად, გამოცემამ თბილისელთა თავკაცი- გია გეგუჩაძე (5) დაასახელა.