• Geo
  • Eng
07.11.2015
დუბლებმა კოლხეთს 6:2 მოუგეს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს დუბლებმა ფოთის კოლხეთის სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს სტუმრები. თამაზ სამხარაძის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც ასახეს, თუმცა 6 გატანილი გოლის გარდა თბილისელებმა კიდევ არაერთი საგოლე მომენტი გააცუდეს. ანგარიში შეხვედრის დასაწყისში მიქელთაძემ გახსნა. მე- 18 წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს, ხოლო ტაიმის ბოლოს ჩაკვეტაძემ ისევ წინ გაიყვანა დინამო. 51- ე წუთზე ლილუაშვილმა 3:1 გახადა ანგარიში. რამდენიმე წუთში კოლხეთმა გაქვითა ერთი გოლი, რასაც 62- ე წუთზე ერგემლიძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ათიოდე წუთში მიქელთაძემ მეხუთედ აიღო სტუმართა კარი, მატჩის ბოლოს კი ბაშალეიშვილმა საფინალო ანგარიში 6:2 დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი დუბლები 22 ნოემბერს სამტრედიის სარეზერვო შემადგენლობასთან გამართავენ.

დინამო დუბლები  6:2  კოლხეთი დუბლები

დინამო დუბლები: გუგეშაშვილი, კაპანაძე (კიკალიშვილი 75), ქაფიანიძე (ხატიაშვილი 75), ლოჩოშვილი, ნემსაძე (ბაშალეიშვილი 58), ნინუა, კუცია, ჩაკვეტაძე (ერგემლიძე 55), ფოჩხუა, მიქელთაძე, ლილუაშვილი (დავითაშვილი 55)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024