• Geo
  • Eng
06.11.2015
მეოთხედფინალში ტორპედოს წინააღმდეგ

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში დავით ყიფიანის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად დინამო თბილისის მეტოქე ტორპედო ქუთაისი იქნება. პირველი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 2 დეკემბერს შედგება. საპასუხო დაპირისპირებას თბილისში, დინამო არენა 16 დეკემბერს უმასპინძლებს. სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: სამტრედია - სიონი, ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია და ჩიხურა - შუქურა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024