საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში დინამო თბილისმა 2:1 დაამარცხა ტორპედო ქუთაისი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. პირველ მატჩში მტკვრისპირელებს გიორგი ქვილითაიას გოლით 1:0 ჰქონდათ მოგებული. გიორგიმ დღესაც გაუტანა ტორპედოს და გახსნა ანგარიში. მეორე გოლი მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. დინამო TV არნიშნული პლეი ოფის ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ.