მარტვილში დუბლების ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მერანის სარეზერვო შემადგენლობა დინამოს დუბლებს დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში ჯერ სტუმრებს მიჰყავდათ, შემდეგ მასპინძლებს, საბოლოოდ კი ყაიმი 3:3 დაფიქსირდა. დინამოელები ვოლკოვის დუბლით იგებდნენ, შემდეგ კი მერანის ფეხბურთელებმა სამი ბურთის გატანა მოახერხეს და დაწინაურდნენ. საბოლოოდ გაბრიჩიძემ გამოიჩინა თავი და გუნდება თითო ქულა გაიყვეს. შემდეგ შეხვედრას თამაზ სამხარაძის შეგირდები 21 სექტემბერს ზუგდიდის სარეზერვო გუნდთან გამართავენ.
მერანი დუბლები 3:3 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: გუგეშაშვილი, ჩაკვეტაძე, გიორგაძე (ხატიაშვილი 71), ლოჩოშვილი, კობოური (ქაფიანიძე 60), ფოჩხუა (მ. ბაშალეიშვილი 46), ნ. ბაშალეიშვილი, ზარია, გაბრიჩიძე, ლილუაშვილი (ყურაშვილი 75), ვოლკოვი