მარტვილში, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში მერანმა დინამოს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. თბილისელთაგან გოლები გიორგი ქვილითაიამ (დუბლი), მათე ცინცაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს. დინამომ 4 თამაშიდან მაქსიმალური რაოდენობის ქულები დააგროვა და ბურთების შეფარდებით 16/2 ლიდერობს სატურნირო ცხრილში.