• Geo
  • Eng
23.01.2014
ზაურ სვანაძე – 56

დღეს ჩვენი გუნდის ვეტერან ნახევარმცველს და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს– ზაურ სვანაძეს 56 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981– დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 286 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ– ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ ზაურს 56 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ იუბილარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024