16 სეტემბერს დინამო არენაზე ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას გამართავს. დინამოს მეტოქე ფოთის კოლხეთი იქნება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
16 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 4 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 19/11 თბილისელთა სასარგებლოდ.
1952 წელს დინამომ ლენინგრადელ თანაკლუბელებთან ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი პოტაპოვმა საკუთარ კარში გაიტანა. 1956 წელს თბილისელებმა ლენინგრადის ტრუდოვოი რეზერვს უმასპინძლეს და 2:1 აჯობეს. გოლები ბორის ხასაიას და ზაურ კალოევის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ისევ ლენინგრადული კლუბი და მარცხი 1:2 ზენიტთან. შოთა იამანიძე ზუსტი დარტყმის ავტორი. 1964 წელს ილია დათუნაშვილის და გიორგი სიჭინავას გოლებით ჩვენმა კლუბმა დონის როსტოვის სკა 2:1 დაამარცხა. 1969 წელს ფრედ 1:1 ვითამაშთ ბაქოს ნეფთჩისთან. გოლი ბაქოელთა კარში ალექსანდრე ილიადის ანგარიშზეა.
1981 წელს თასების თასის 1/16 ფინალში დინამომ ავსტრიული გრაცი 2:0 დაჯაბნა. თავის გამოჩენა ვაჟა ჟვანიამ და რამაზ შენგელიამ მოახერხეს. 1997 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში ბელარუსის მპკც- თან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი დავით მუჯირმა გაიტანა. 2004 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში თბილისელები პოლონეთის ვისლასთან 3:4 დამარცხდნენ. გოლები ჯაბა კანკავამ, კახა ალადაშვილმა და დავით კვირკველიამ გაიტანეს.
საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი შარშან ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა ზღვისპირელები. ნიკოლოზ საბანაძემ დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ გაიტანეს.