• Geo
  • Eng
19.09.2015
ჭაბუკებმა საჩხერეში იმარჯვეს

დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეხუთე ტურის მატჩები გამართეს. თბილისელები საჩხერეში ჩიხურას დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში სტუმრები გამოვიდნენ გამარჯვებულნი. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 4:0 აჯობა მასპინძლებს. გოლები ჯიჭონაიამ, ბაბუნაძემ, დავითაშვილმა და გ. ხარშილაძემ გაიტანეს. ერთით ნაკლები გოლი გაუტანა მეტოქეს ლევან გვანცელაძის გუნდმა. გოგილაშვილმა, ღვინიაშვილმა და სეიდოვმა გამოიჩინეს თავი.

მომდევნო მატჩებს ჭაბუკები 26 სექტემბერს დინამოს აკადემიაში, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავენ.

ჩიხურა U15  0:4  დინამო U15

დინამო U15: ბულისკირია, გაბელაია, ცანავა, ბ. ხარშილაძე, შარაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე, ბაბუნაძე, ვაწაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, ჩიქოვანი, ჩეკურიშვილი, გაბედავა, გულდედავა, ჯანგიძე

ჩიხურა U17  0:3  დინამო U17

დინამო U17: ისიანი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, კალანდარიშვილი, ცერცვაძე, აბუთიძე, ღვინაშვილი, ლურსმანაშვილი, გოგილაშვილი, აღდგომელაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, კიკალიშვილი, ბადაშვილი, სილაგაძე, ერგემლიძე, თაგვაშვილი, კოკაია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024